ანდრე სილვა: "არ ვიცი დავბრუნდები თუარა "მილანში"

15-02-2020, 16:34

"მილანმა" და "აინტრახტმა" თავიანთი თავდამსხმელები ანტე რებიჩი და ანდრე სილვა ორი წლით ერთმანეთში გაცვალეს. 24 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში 12 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი, ხოლო თანაგუნდელებს 2 გოლი გაატანინა.

"Calciomercato"-სთან ინტერვიუში სილვამ რამდენიმე საინტერესო თემასთან ერთად "როსონერიში" შესაძლო დაბრუნებაზეც ისაუბრა: "გერმანიაში თავს კარგად ვგრძნობ და აქ ყველაფერი მომწონს, პირადი თუ კარიერული კუთხით. მჯეროდა რომ ეს ახალი თავგადასავალი წარმატებებს მომიტანდა და არც შევმცდარვარ."

"მილანში" არ მქონდა ნდობა, რამაც განვითარებაში ხელი შემიშალა. მეტი სათამაშო დროის მიღების შემთხვევაში ჩემი თვითრწმენაც ამაღლდებოდა, რაც თამაშის ხარისხშიც აუცილებლად აისახებოდა. მონტელასთან, გატუზოსთან და გულშემატკივრებთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, ამიტომ "სან სიროზე" გატარებული პერიოდი დადებითად მამახსოვრდება."

"ჩემი მთავარი მიზანი კარიერული წინსვლაა. იტალიაში დაბრუნება? მომავალზე არ ვფიქრობ და მხოლოდ ამჟამად მიღებული წარმატებით ვტკბები. "მილანის" მიმართ კვლავ სიმპათიებით ვარ განწყობილი, მაგრამ რა მოხდება მომავალში არავინ იცის."

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კარანტინის დროს ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით