ზიდანი: "დისკვალიფიკაციის გამო მათ ორმაგი მოტივაცია ექნებათ"

15-02-2020, 19:15

გუშინ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით "მანჩესტერ სიტის" ევროტურნირებზე გამოსვლა ორი წლით აეკრძალა.

აღნიშნულ თემას პრესკონფერენციაზე მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი შეეხო.

"ეს იქნება ურთულესი დაპირისპირება ორ უძლიერეს გუნდს შორის."

"ამ დისკვალიფიკაციის გამო "სიტის" მოტივაცია მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ საოცრად მაღალი იქნება. ამ ყველაფერს ემატება მეტოქის პოზიცია პრემიერლიგაში. შესაბამისად, მანჩესტერელებს უმაღლესი მოტივაცია ექნებათ." - აცხადებს ზიზუ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით