რაიოლა: ""მილანის" გულშემატკივრებისგან ჯერ კიდევ ველი ბოდიშს"

16-02-2020, 14:56

აგენტმა მინო რაიოლამ "LaPresse.it"-თან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩზე და ჯანლუიჯი დონარუმაზე.

"დონარუმას კონტრაქტის გახანგრძლივება? შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ამაზე ჯერ არ გვისაუბრია. "მილანის" გულშემატკივრებისგან ჯერ კიდევ ველი ბოდიშს".

"ჩემი მიზანი კლიენტის წარმატებაა. ჯანლუიჯის "როსონერისთან" კონტრაქტი კიდევ ორი წელი აკავშირებს, ამიტომ მოსაფიქრებლად დიდი დრო გვაქვს."

"არ ვიცი რას იზამს ზლატანი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ. რას ვურჩევ მე? თუ იღებს სიამოვნებას, მაშინ გააგრძელოს კონტრაქტი. ამჟამად მომწონს რასაც აკეთებს. ის ამ ახალგაზრდულ გუნდს ბევრ რამეს ასწავლის და გაზრდაში ეხმარება." - განაცხადა რაიოლამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნიდ მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით