ტომას ჰელვეგი: "კალაძეს ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდა"

16-02-2020, 19:26

ტომას ჰელვეგიმ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას "მილანში" თამაშის პრეიოდი გაიხსენა და კახა კალაძის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"არასოდეს ვსაუბრობდით კალაძის ძმის გატაცების შესახებ გასახდელში, რადგან არ გვინდოდა კახასთვის ტკივილი მიგვეყენებინა. თუ მას უნდოდა ამ თემაზე საუბარი, რა თქმა უნდა მაშინ ვსაუბრობდით ხოლმე".

"მილანში" მუშაობდნენ ფსიქოლოგები, რომლთანაც კახას მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა, მან ძალიან მძიმე ფსიქროლოგიური ტრამვა გადაიტანა და მათი დახმარება დასჭირდა".

"კალაძის როგორც ფეხბურთელის სიძლიერე მის მრავალმხრივობაში გამოიხატებოდა. მას რამდენიმე პოზიციაზე თამაშის უნარი ჰქონდა. "მილანის" დაცვა ძალიან ძლიერი იყო და სასტარტოში მოხვედრა დიდ სირთულეს წარმოადგენდა, თუმცა კალაძეს რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეეძლო და სწორედ ამის გამო შემდგომში რეგულარულად თამაშობდა", - განაცხადა ჰელვეგიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით