ალაბა "ბაიერნის" დატოვებას არ გამორიცხავს

16-02-2020, 22:22

მიუნხენის "ბაიერნის" ავსტრიელმა მცველმა, დავიდ ალაბამ ჟურნალ The Times-თან ინტერვიუში გუნდის დატოვება არ გამორიცხა.

"არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ბავშვობიდან აქტიურად ვადევნებ თვალს პრემიერლიგას და ძალიან კარგად ვიცი ეს ჩემპიონატი."

"არსენალის დიდი გულშემატკივარი ვარ პატრიკ ვიეირას გამო. ის ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია."

"ამჟამად არ ვფიქრობ ამაზე, თუმცა, არაა გამორიცხული ერთ დღესაც ჩემი შესაძლებლობები სხვაგან მოვსინჯო." - აცხადებს ალაბა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიელი "ბაიერნს" 2008 წელს შეუერთდა, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით