"სიტის" დისკვალიფიკაცია მოეხსნება ?!

17-02-2020, 02:00

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" შესაძლოა "UEFA-ს" მიერ დაწესებული დისკვალიფიკაცია მოეხსნას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის გუნდი, გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, რომელსაც არსებული მასალით, წარმატების საკმაოდ მაღალი შანსი აქვს.

ცნობების მიხედვით, 30 მილიონიანი ჯარიმა ძალაში დარჩება, თუმცა ევროპული ტურნირებიდან მოკვეთა განხილვის ქვეშ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული კლუბის დასჯა, ფინანსური რეგულაციების დარღვევამ განაპირობა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით