კობი ბრაიანტთან ერთად პატივი გარდაცვლილ ქართველსაც მიაგეს

17-02-2020, 17:16

26 იანვარს, იმავე დღეს, რა დღესაც ლეგენდარული კობი ბრაიანტი, "მილანის" ქართველი ქომაგი ელზა 53 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

მოგეხსენებათ, "მილანმა" "ტორინოსთან" იტალიის თასის მატჩის წინ კობი ბრაიანტის ხსოვნას პატივი მიაგო.

აღსანიშნავია, რომ იტალიური გრანდის ამ ძალიან დასაფასებელი ქმედების გარდა, "მილანის" ქომაგთა დაჯგუფება "კურვა სუდს" ქართველი ქომაგიც არ დავიწყებიათ.

იტალიელებმა "სან სიროს" ტრიბუნებზე ბანერი გამოფინეს წარწერით: "ჩაო ელზა".


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით