დვალიშვილის ძმა: "მერაბი 7 წელი მტანჯველი შრომით მშენებლობაზე მუშაობა, როცა.."

17-02-2020, 21:33

UFC Fight Night 167-ის ფარგლებში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ქეისი კენი დაამარცხა და რიგით მესამე გამარჯვება ჩაიწერა.

აღნიშნულ ფაქტს მერაბის ძმა, მიხეილ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა:

"მინდა მივულოცო ჩემს ძმას ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. ვიცი რომ ის კიდევ ბევრჯერ უფრო დიდი მაშტაბებით ასახელებს საქართველოს. მიუხედავად იმისა რომ მას არ ყავდა სპონსორი მან შეძლო ემიგრაციაში 7 წელი მშენებლობაზე დამქანცველი მუშაობის პარალერულად სპორტისთვის თავი არ დაენებებინა და დამოუკიდებლად მიდიოდა და მიდის იმ წარმატებისკენ რასაც ყველა ვხედავთ. მიუხედავად ბევრი სირთულის და იმედგაცრუებისა არ დაკარგა პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული. ამიტომ ასე ამაყად აფრიალებს ქართულ დროშას და გამოდის არენაზე ქართული მუსიკის თანხლებით... მთავარი წარმატებები მერაბს წინ ელოდება რადგან ურთულესი გზა უკვე გაიარა და ეხლა ნაყოფის მომკის დრო ახლოვდება...მჯერა ის შეძლებს UFC ჩემპიონის ქამრის მოგებას და საქართველოში ჩამოტანას...!"

[media=]

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით