გვარამია: "ფულზე დახამებული ტალახაძე ამას ისე გააკეთბს, თვალს არ დაახამხამებს"

18-02-2020, 01:32

სოციალურ ქსელში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის შვილმა, სამოქალაქო აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა ლაშა ტალახაძე გააკრიტიკა.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ერთადაა. სწორედ ამ ფოტოს მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტის კრიტიკა.

მოგვიანებით, "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია ზუკა ბერძენიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.

"ზუკა ბერძენიშვილი არის პატრიოტი მაგარი კაცი. მის ასაკში ქვეყნისთვის ამდენი სიკეთის გაკეთება რომ გეღირსება, ნამდვილი ბედნიერებაა.

ლაშა ტალახაძე არის ფენომენალური სპორტსმენი და მას მხარს მხოლოდ იმიტომ ვუჭერ, რომ ქართული დროშის ქვეშ გამოდის ასპარეზობებზე. თუმცა, ქართული დროშის ქვეშ გამოსვლა და დიდი გამარჯვებები, ერის მოღალატეების და ქვეყანაში რუსეთის შემომყვანების გვერდში დგომის ინდულგენცია ნამდვილად არ არის.

მე არ ვიცი, რა ღირს ლაშა ტალახაძის მხარდამჭერობა, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ღირს, სხვაგვარად სალომე ზურაბიშვილს და თვალთხარიას არავინ უჭერს ამ ქვეყანაში მხარს და ვერც მასზე გავაკეთებთ ალოგიკურ დაშვებას. პატრიოტები კი ფულზე არ ყიდიან საკუთარ მხარდაჭერას, მით უფრო, როცა ქვეყნის ერთადერთი მტრის აგენტურის მხარდაჭერაზეა საუბარი - არც სპორტში, არც ხელოვნებაში, არც არსად.

ქვეყანას ნამდვილი და უანგარო, მებრძოლი პატრიოტები სჭირდება, რუსეთისგან თავის დასახსნელად, თორემ ლაშა ტალახაძე აღდგენილი სსრკ-ს სახელითაც ისე გამოვა და ახალ რეკორდებს ისე დაამყარებს, თვალს არ დაახამხამებს.

მე ზუკა ბერძენიშვილის საქართველოსთვის ვიბრძვი და არა კონფორმისტი და ფულზე დახამებული ლაშა ტალახაძის, რამდენი რეკორდიც არ უნდა დაამყაროს"
, - წერს გვარამია.


აგრეთვე იხილეთ: ლაშა ტალახაძემ ზურაბიშვილს დასცინა: "ასეთ ვაჟკაცებზე როგორ უნდა გაბრაზდე"
                     
ზუკა ბერძენიშვილი ლაშა ტალახაძეზე: "ადამიანად არ ვარგიხარ"

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნიდ მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით