იან ვერტონგენი შესაძლოა იტალიაში გადაბარგდეს

18-02-2020, 11:00

ბრიტანული სპორტული პრესის ინფორმაციით, "მილანი" ლონდონის "ტოტენჰემის" მცველის იან ვერტოგენის გადაბირებით ინტერესდება.

ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის პირობებში ბელგიელ ფეხბურთელს სულ უფრო ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა და იგი წასვლაზე უკვე აქტიურად ფიქრობს.

32 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი "მამლებთან" მიმდინარე წლის ივნისში იწურება.

ასე რომ, "როსონერის" საშუალება ეძლევა გამოცდილი მცველი ხელში უფასოდ ჩაიგდოს.

გარდა "მილანისა" ვერტონგენის გადაბირებით, მისი ყოფილი გუნდი "აიაქსიც" ინტერესდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით