კრის სმოლინგით პრემიერლიგის კლუბები დაინტერესდნენ

18-02-2020, 16:27

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი იტყობინება, "რომას" ინგლისელი მცველით, კრის სმოლინგით "ევერტონი" და "ტოტენჰემი" დაინტერესდნენ.

წყაროს ინფორმაციით, 30 წლის ინგლისელს სამშობლოში დაბრუნება არ უნდა და "რომასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ სმოლინგი იტალიის დედაქალაქში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" იჯარის წესით გადავიდა.

იტალიურ მედიაში ასევე წერენ,  რომ "რომა" სმოლინგს  დატოვებას არ აპირებს, თუ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონს მოწინავე პოზიციებზე არ დაამთავრებს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის უფლებას არ მოიპოვებს.

2019/2020 წლების სეზონზე კრის სმოლინგმა "რომას" შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt-ის ინფორმაციით,  კრის სმოლინგს ღირებულება 20 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველო უმძიმესი გამოწვევის წინაშე დადგა - რა განცხადება გააკეთეს უეფაში

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით