კლოპი: "მასთან შედარებით მე საბავშვო ბაღის პოლიციელი ვარ"

18-02-2020, 17:19

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელსაც მისი გუნდი მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართავს.

"ხალხი ამბობს, რომ ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ დიეგო სიმეონესთან შედარებით, მე საბავშვო ბაღის პოლიციელი ვარ".

"ატლეტიკო" ისეთი გუნდია, რომლის წინააღმდეგაც მოედანზე საუკეთესო ფორმაში უნდა გახვიდე. ისინი მეტოქეს საჩუქარს არასდროს უკეთებენ. მათთან შანსი გაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმუმს გააკეთებ, წინააღმდეგ შემთხვევაში 0-ზე გტოვებენ", - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის  მერვედფინალის პირველ მატჩს "ლივერპული" დღეს, 18 თებერვალს, მადრიდში გამართავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით