რას დაუპირისპირებს სიმეონე "ლივერპულის" შეტევას ?!

18-02-2020, 22:43

როგორც იცით, საკმაოდ მცირე დრო დარჩა მერსესაიდული "ლივერპულისა" მადრიდის "ატლეტიკოს" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრამდე, ამიტომაც საინტერესო იქნება იმის განხილვა თუ რას მეთოდებით შეერკინებიან ერთმანეთს სიმეონე და კლოპი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როხი ბლანკოს" არგენტინელმა თავკაცმა მისი ჩვეული 11-ეული შეცვალა და შეტევაში 2 თავდამსხმელი გაამწესა, ამასთან ერთად, მერსესაიდელთა გამანადგურებელ ტრიოს შეჩერების მექანიზმიც მონახა.

ცნობების მიხედვით, დაცვაში 4-4-2 ტაქტიკა 3-5-2 ფორმაციად გარდაიქმნება, რასაც 2 ძირითადი მიზანი ექნება. ფლანგებზე სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰისთვის რაც შეიძლება ნაკლები შანსისა და სივრცის შექმნა და ამასთან ერთად, ნახევარდაცვაში ბურთის გაკონტროლება.

დაცვაში პრიერიტეტი მიენიჭება ე.წ. ნახევარსივრცეების, ანუ ფლანგსა და მოედნის ცენტრს შორის დარჩენილი ადგილების მაქსიმალურ დაზღვევას, რადგანაც კლოპის ფეხბურთელები კონტრ შეტევებს, სწორედ ასე ახორციელებენ.

"ატლეტიკო" სტაბილური და მშვიდი ფეხბურთით აპირებს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საპასუხო შეტევის მექანიზმი გაანადგუროს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 18 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდებათ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით