კლოპი კიდევ ერთ ტაქტიკურ მასტერკლასს ამზადებს !

18-02-2020, 22:50

როგორც იცით, ძალიან მალე დაიწყება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის გახსნითი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს, მერსესაიდული "ლივერპული" და მადრიდის "ატლეტიკო" შეერკინებიან.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავკაცის რანგში მყოფ იურგენ კლოპს მატჩამდე საკმაოდ დიდი საფიქრალი ჰქონდა იმის შესახებ, თუ როგორ გააენეიტრალებინა ევროპის წამყვანი დაცვითი სისტემა, თუმცა როგორც ჩანს, მან გამოსავალს მიაგნო.

ცნობების მიხედვით, მერსესაიდული გრანდი აპირებს "ატლეტიკოს" რაც შეიძლება ფიზიკური ფეხბურთი მოახვიოს თავს, ამას ემსახურება ნახევარდაცვაში ვეინალდუმის, ჰენდერსონისა და ფაბინიოს გამწესება.

შეცვლილია განაპირბა მცველების დავალებებიც, კლოპმა ალექსანდერ-არნოლდსა და რობერტსონს ფლანგის გაკონტროლების ნაცვლად, ცენტრში სივრცეების შეზღუდვა დაავალა.

ამას ემატება დაცვის ცენტრში ვან დეიკისთვის ჯო გომესის შეწყვილებაც, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს "როხი ბლანკოს" შანსებს მეორე სართულზე.

საბოლოოდ რაც შეეხება თავდასხმას, აქ თითქმის ყველაფერი უცვლელია, რობერტო ფირმინო ცრუ 9-იანის როლს მოირგებს, სალაჰი და მანე კი ფლანგებზე შედარებით დაბალი სიჩქარის მქონე ლოდისა და არიასის დაჩაგვრის შემდეგ, საჯარიმოში შეიწევენ და დაკიდული პასებით მომარაგდებიან.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 18 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით