სიმეონე: "ლივერპულთან" თანაბრად ბრძოლა შეუძლებელია"

18-02-2020, 23:11

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, დიეგო სიმეონე, მერსესაიდული "ლივერპულის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"ასეთი დონის შეტევისა და დაცვის კომბინაციასთან თანაბრად ბრძოლა თითქმის წარმოუდგენელია, ერთადერთი რამ რისი გაკეთება შეგვიძლია, საწინააღმდეგო სტილის ფეხბურთის თამაშია."

"თუ ტემპს დავაგდებთ და ნელა ვიასპარეზებთ, სწრაფი შეტევა განეიტრალდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 18 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "შენგელიამ "ცსკას" ფულის გამო არ მიაშურა"

დაგვიმეგობრდით