ჰაალანდმა რეკორდების წვიმა მოაწყო

19-02-2020, 10:58

დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დორტმუნდის "ბორუსიამ" "პსჟს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გერმანელთა მხრიდან დუბლით თავი გამოიჩინა ახალგაზრდა ფორვარდმა, ერლინ ჰაალანდმა. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელმა ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარა.

ჰაალანდი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში ორი სხვადასხვა გუნდის მაისურით შეძლო ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა.

ასევე, ის პირველი თინეიჯერია ტურნირის ისტორიაში, რომელმაც 10 გოლი გაიტანა ერთ სეზონში.

და ბოლოს, ჰაალანდმა შეძლო და "დორტმუნდის" მაისურით როგორც თასის, ასევე ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩებში გაიტანა. მსგავსი შედეგი კი ისტორიაში არავის ჰქონია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდებათ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით