ვან დიკი: "შესვენებაზე კლოპმა ეს გვითხრა"

19-02-2020, 02:23

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში მადრიდის "ატლეტიკომ" მერსისაიდული "ლივერპული" 1:0 დაამარცხა.

თამაშის დასრულების შემდეგ ინგლისური კლუბის ლიდერმა, ვირჯილ ვან დიკმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"ვიცოდით, რომ ძალიან მძიმე შეხვედრა გველოდა. პირველივე წუთებზე გაშვებულმა გოლმა დაგვაბნია."

"შესვენებაზე კლოპმა გვითხრა, რომ უბრალოდ გაგვეგრძელებინა თამაში. ბურთი უმეტესად ჩვენ გვქონდა, მაგრამ, მომენტებს ვერ ვქმნიდით. შედეგი არადამაკმაყოფილებელია, თუმცა წინ კიდევ 90 წუთია." - აცხადებს ვან დიკი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით