სიმეონე: "8 წლის განმავლობაში ასეთი რამ არ მინახავს"

19-02-2020, 09:52

მერსისაიდული "ლივერპულის" დამარცხების შემდეგ მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ლივერპულს ჰქონდა შანსები. ისინი საშიშები იყვნენ. თუმცა, ჩვენ დავინახეთ ფეხბურთელები, რომლებსაც გამარჯვება სწყურიათ და ფანები, რომლებიც მუდამ მათ გვერდით არიან."

"უკვე რვა წელია, რაც ამ გუნდის მწვრთნელი ვარ და მსგავსი რამ არასდროს მინახავს. თითოეული ქომაგი სრული, 90 წუთის განმავლობაში გაუჩერებლად უჭერდა მხარს გუნდს."

"შესაძლოა საუკეთესო ღამე არაა, რადგან დღეს ტიტული არ მოვიგეთ. თუმცა, ეს ის ღამეა, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებთ." - აცხადებს ჩოლო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით