ნეიმარი: "გუნდს ეშინოდა და საბოლოოდ უარესი გამიკეთეს"

19-02-2020, 15:36

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა, ნეიმარმა, "დორტმუნდთან", ანგარიშთ 2:1, წაგებული  მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"რთულია, როცა ზედიზედ 4 თამაშს ტოვებ, მაგრამ, სამწუხაროდ, გადაწყვეტილებას გუნდი და ექიმები იღებენ და არა მე. მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც მზად ვიყავი,გუნდს ეშინოდა, რომ ტრავმას მივიღებდი, საბოლოოდ უარესი გამიკეთეს".

"90 წუთის განმავლობაში ასეთ მატჩში, ასეთ გუნდთან თამაში, რა თქმა უნდა,  რთული იყო, ეს სულ სხვა დონეა. უკეთეს ფორმაში რომ ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა უკეთ ვითამაშებდი", - განაცხადა ბრაზილიელმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით