ოფიციალურად: "საბურთალომ" უკრაინელი ნახევარმცველი დაიმატა

19-02-2020, 16:19

ოფიციალური ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" უკრაინელი ნახევარმცველი ოლექსანდრ ბელიავეი დაიმატა.

როგორც დედაქალაქური გუნდის ვებ-გვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

ბელიავეი "დნიპროს" აკადემიის აღზრდილია და "საბურთალოს" ესპანურ შეკრებაზე შეუერთდა.

20 წლის ფეხბურთელი უკრაინის იმ ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, რომელმაც 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მან მთელი შესარჩევი ციკლი ჩაატარა, თუმცა ფინალური ეტაპი ტვინის შერყევის გამო გაუცდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით