ბელარუსის მწრთვნელი: "საქართველოსთან ერთი უპირატესობა გვაქვს"

19-02-2020, 19:13

ერთა ლიგის მატჩამდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრეთან შეხვედრამდე ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწრთვნელმა,  მიხაილ მარხელმა, გასამართი შეხვედრის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ძალიან ცუდია, რომ აღნიშნულ მატჩამდე სანაკრებო პაუზა არაა გამოყოფილი. ჩვენ გვქონდა უცხოურ გუნდებთან მოლაპარაკებები ფეხბურთელების გამოშვებაზე, მაგრამ სამწუხაროდ ყველამ უარი თქვა".

"საქართველოსთან ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ბელარუსის ნაკრების ბევრი ფეხბურთელი შიდა ჩემპიონატში თამაშობს. ქართველებს არ აქვთ ეს შესაძლებლობა და ამიტომ ახლა სპარინგებს არ ატარებენ. თებერვლის შეკრება ჩვენი კოზირია და სულელური გადაწყვეტილება იქნებოდა მისი არგამოყენება", - განაცხადა მარხელმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 26 მარტს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით