რებიჩი: "ახლა ჩემი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მაქვს"

19-02-2020, 19:39

"მილანის" შემტევმა, ანტე რებიჩმა მედიის წარმომადგენლებთან საკუთარ სათამაშო ფორმაზე ისაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა.

"როგორც იქნა რეგულარულად თამაში და ჩემი შესაძლებლობების ჩვენების შანსი მომეცა. ახლა ყველაფერი კარგად არის და სასურველ სათამაშო ფორმაში ვარ".

"იტალიაში თამაში და ადაპტაცია ჩემთვის არ ყოფილა რთული, უბრალოდ სეზონის დასაწყისში საჭირო შესაძლებლობებს ვერ ვიღებდი, ახლა კი ხელს არაფერი მიშლის ჩემი შესაძლელობები ბოლომდე გამოვავლინო",  - ციტირებს 26 წლის ხორვატს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ანტე რებიჩი "მილანმა" ზაფხულში იჯარის წესით დაიმატა. ბოლო 7 მატჩში, მან 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით