"ჩელსის" ლიგის მატჩამდე კანტე გამოაკლდა

19-02-2020, 22:14

ორშაბათს ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ლონდონის "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის მე-10 წუთზე "არისტოკრატების" ლიდერმა, ნგოლო კანტემ დაზიანება მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.

ფრანგული გამოცემა France Football-ის ინფორმაციით, 28 წლის ნახევარმცველმა კუნთი მძიმედ დაიზიანა, რის გამოც ის მარტის შუა რიცხვებამდე ვერ
დაეხმარება გუნდს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ კანტე ლონდონში გასამართ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. გარდა ამისა, ასევე საეჭვოა, რამდენად შეძლებს ის "ალიანს არენაზე" განმეორებით შეხვედრაში თამაშს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდებათ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით