ნაგელსმანი: "განმეორებით მატჩში საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებთ"

20-02-2020, 09:49

ლონდონის "ტოტენჰემის" დამარცხების შემდეგ "ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა პრესასთან პირველი განცხადება გააკეთა.

"დიდებული სტადიონია. პირველი 10 წუთის განმავლობაში ძალიან დიდი ხმაური იყო. საბოლოო ჯამში, მთელი თამაშით ვისიამოვნეთ."

"მნიშვნელოვანია, რომ გოლი არ გავუშვით. მთელი მატჩის მანძილზე ვცდილობდით შეტევას, ანგარიშის გახსნის შემდეგ კი ბუნებრივია, რომ დაცვაზე გადავერთეთ."

"გპირდებით, რომ განმეორებით მატჩში თავს არ დავზოგავთ და საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებთ." - აცხადებს ნაგელსმანი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით