გიორგი ქინქლაძემ ექსკლუზიური ინფორმაცია გააჟღერა

20-02-2020, 16:15

"მანჩესტერ სიტის" ლეგენდარულმა ლეგიონერმა, გიორგი ქინქლაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ექსკლუზიური ინფორმაცია გააჟღერა.

ქინქლაძე ყოფილ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და აპირებს საქართველოში "ქალაქელთა" საფეხბურთო აკადემია გახსნას.

"მანჩესტერ სიტის" მფლობელებთან მოლაპარაკებების რეჟიმში ვარ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ გუნდის საფეხბურთო აკადემია საქართველოში გაიხსნას. რა თქმა უნდა ამას სირთულეები მოჰყვება, რადგან თავისი მოთხოვნები და სტანდარტები აქვთ. უნდა იყოს, მინიმუმ 5 ჰექტარი მიწა, 8 მოედანი, ხელოვნურსაფრიანი მოედანი, სასტუმრო, სადაც 150 ნომერი იქნება, აუზი, ტრენაჟორები. მოკლედ, ყველაფერი, რაც საფეხბურთო აკადემიისთვის ფუნქციონერებისთვსიაა აუცილებელი".

"თუ ეს აკადემია გაკეთდა, მწვრთნელებმა ინგლისში სტაჟირება უნდა გაიარონ, ფეხბურთელებმა "სიტის" პროგრამით უნდა ივარჯიშონ. რაც შეეხება დახმარებას, როდესაც იმ ეტაპზე მივალთ, მოვლენებს არ მინდა გავუსწრო, მაგრამ ეს მაქსიმუმ 2-3 წლის პერსპექტივაა".

"რეალურად, ეს "სიტისთვის" არის ორი საშუალო ფეხბურთელის წლიური ჯამაგირი. მთავრობაც უნდა დაგვეხმაროს. ამხელა კლუბი საქართველოში რომ შემოდის, ისტორია უკვე იციან, რამდენი ფეხბურთელი გაუზრდიათ ამა თუ იმ ქვეყანაში, სად და რომელ წლებში ვინ წავიდა. ამიტომ იციან, რომ აქ ფეხბურთელები იზრდებიან და ამას ხელის შეწყობა უნდა", - განაცხადა ქინქლაძემ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით