ტიაგო სილვას აგენტმა "მილანში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

20-02-2020, 18:17

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალური მცველის, ტიაგო სილვას აგენტმა  მედიის წარმომადგენლებთან ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

"ტიაგო სილვას "მილანთან" ყოველთვის კარგი ურთერთობა აქვს და თუ "პსჟ-სთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - აღნიშნა ბრაზილიელის აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვა "პსჟ-ში" 2012 წლიდან ირიცხება, მანამდე კი 3 სელი "მილანში" გამოდიოდა. იტალიური კლუბის მაისური 93 შეხვედრაში მოირგი და 5 გოლი გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით