დონარუმა მიდის, "მილანი" შემცვლელის ძიებაშია

20-02-2020, 16:56

იმ შემთხვევაში, თუ დონარუმამ ზაფხულში "მილანის" დატოვება გადაწყვიტა, "როსონერის" მისი შემცვლელი უკვე მონიშნული ჰყავს. "Tuttosport"-ის მტკიცებით კი ეს შემცვლელი სალვატორე სირიგუ იქნება, რომელსაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს.

"ტორინოს" 33 წლის მეკარე ლომბარდიულ გრანდში გადასვლას ორი მიზეზის გამო უნდა დათანხმდეს: მას სერია ა-ში არც ერთი გრანდის მაისური არ მოურგია და მისი ამჟამინდელი კლუბი აშკარა კრიზისშია, ამიტომ დიდია შანსი ლიდერებმა ტურინიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღონ.

სირიგუს ნომერ პირველი ალტერნატივა პეპე რეინაა, რომელიც ამჟამად "ასტონ ვილაშია" განათხოვრებული და პრემიერ ლიგაში ძალიან კარგადაც ასპარეზობს. ამას ემატება ის ფაქტი, რომ სირიგუ იტალიის ეროვნულ ნაკრებში დონარუმას მთავარი კონკურენტია და "მილანში" გადაბარგების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის მეტი შანსი ექნება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით