"ლივერპული" მბაპესთან ყველაზე ახლოსაა

20-02-2020, 20:01

ინგლისური სპორტული გამოცემა Daily Star - ის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" შემტევი კილიან მბაპე მზადაა კარიერა "ლივერპულში" გააგრძელოს.

მბაპეს შეძენით ყველაზე აქტიურად მადრიდის "რეალი" ინტერესდება, თუმცა კილიანისთვის იურგენ კლოპის ფაქტორი გადამწყვეტია და სწორედ ამიტომ არჩევანის შეჩერებას ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულზე აპირებს.

"რეალი" თავისი საქმის გაკეთებას ზაფხულში მაინც შეეცდება, თუმცა გამოცემა მადრიდელთა შანსებს კარგად არ აფასებს.

სავარაუდოდ, "ლივერპული" კილიან მბაპეს სანაცვლოდ თავისთვის რეკორდულ თანხას გადაიხდის.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით