რუსებმა კახა კალაძე საუკეთესო 20-ეულში მოახვედრეს

20-02-2020, 13:23

რუსულმა გამოცემამ 20 ფეხბურთლი გამოავლინა, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან სხავდასხვა დროს ევროპულ კლუბებში ყველაზე დიდ თანხად გადავიდნენ.

20 ეულში 2 ქართველი მოხვდა - გიორგი ქინქლაძე და კახა კალაძე.

ქინქლაძის სანაცვლოდ 1998 წელს "აიაქსმა" "მანჩესტერ სიტის" 8 მილიონი ევრო გადაუხადა. მაშინ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ ამხელა თანხა არცერთ გუნდს არ ჰქონდა გადახდილი.

რეკორდი მალე კახა კალაძემ გააუმჯობესა, რომელიც 2001 წელს "მილანში" 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ აღმოჩნდა.

ყველაზე ძვირადღირებული ფეხურთელი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ანდრეი შევჩენკოა. მის სანაცვლოდ "ჩელსიმ" 43.3 მილიონი ევრო გადაიხადა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით