ნეიმარის ტოპ5-ში რონალდო ვერ მოხვდა

21-02-2020, 15:24

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა თანამედროვეობის ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

"საუკეთესოთა ხუთეული? რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მესი შემდეგ ლუის სუარესი, მბაპე, პოგბა და ედენ აზარი".

"ბევრ ფეხბურთელთან ვისურვებდი ერთ გუნდში თამაშს, მაგალითად რომარიოსთან. კიდევ რონალდოსთან, თუმცა, მე მის მატჩში ვითამაშე, როცა კარიერას ასრულებდა. ასევე დავასახელებდი ზიდანსა და იბრაჰიმოვიჩს", - ციტირებს სუპერვარსკვლავის სიტყვებს გამოცემა AS.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესოებს შორის ნეიმარს არ დაუსახელებია "იუვენტუსის" ფორვარდი, "ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელი კრიშტიანო რონალდო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით