"ბოლო 3 წლის განმავლობაში არაფერი იცვლება"

21-02-2020, 10:11

მსოფლიოს ძალოსნობის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში წლის ძალოსანის ტიტული უკვე ზედიზედ მესამედ ქართველმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მოიგო.

გამოკითხვაში ჩართული მსოფლიოს მასშტაბით ძალოსნობის 50 ათასი გულშემატკივარი იყო, მამაკაცებისთვის მიცემული ხმებიდან 17 084 ტალახაძეს ერგო. ლაშამ მეორე ადგილზე გასულ სომეხ სიმონ მარტიროსიანზე 3-ჯერ მეტი ხმა მიიღო.

"მამაკაცთა შორის უკვე მე-3 წელია არაფერი იცვლება: ქართველი გიგანტი, ტალახაძე ზედიზედ მესამე გამარჯვებას ზეიმობს. მან ეს ყველაფერი გასულ წელს დამყარებული მსოფლიო რეკორდებითა და მძიმე წონაში მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონობით დაიმსახურა", - წერს IWF-ის ოფიციალური გვერდი.

ამასთან დაკავშირებით ლაშამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: იხილეთ ვიდეო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით