"იუვენტუსს" ჰოლანდთან დაკავშირებით გეგმები აქვს

22-02-2020, 17:09

იტალიური ვრცელდება ინფორმაცია რომლის თანახმადაც,  2022 წელს "დორტმუნდის" ფორვარდი ერლინგ ჰალანდი "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდება.

სწორედ 2021-2022 წლების სეზონში ნორვეგიელის კონტრაქტში ამოქმედდება პუნქტი 75 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდ თანხაზე.

როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ "ზალცბურგიდან" ბუნდესლიგაში გადასვლამდე, ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ და "იუვენტუსმა" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს მომავალ გარიგებასა და მის პირობებზე.

ცნობილია, რომ  ტურინული კლუბი 19 წლის ფორვარდის შეძენაზე ძირითად კანდიდატებს შორის იყო, მაგრამ, საბოლოოდ, ზამთარში ჰალანდი "დორტმუნდში" აღმოჩნდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით