"ტორპედო" იტალიელ ფორვარდს დაიმატებს

22-02-2020, 19:02

ლეგიონერების, ივან ბობკოსა და ვანია მარკოვიჩის გადმოსვლის შემდეგ, "ტორპედო" ფორვარდის დამატებას აპირებს, რომელიც დღეს გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება.

ქუთაისურმა კლუბმა, შესაძლოა, იტალიელი თავისუფალი აგენტი, ალესიო ვიოლა დაიმატონ, რომელიც ბოლოს "რეჯინას" ღირსებას იცავდა.

ვიოლა უმეტესად სერია ც-სა და ბ-ში გამოდიოდა. სადაც 152 მატჩში 32 გოლი გაიტანა.  კოპა იტალიაზე და პრიმავერაზე 38 შეხვედრაში 22 შეაგდო.

29 წლის ვიოლას კარიერის ნახევარი თითქმის "რეჯინაში" აქვს გატარებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით