მალდინი: "ის კლუში ამ შემთხვევაში დარჩება"

23-02-2020, 16:46

იტალიური "მილანის" სპორტულმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, მედიის წარმომადგენლებთან შვედი ფორვარდის  ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა და  დაასახელა ის შემთხვევა, რომლის დადგომის შემთხვევაშიც შვედი კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

"იბრასთან 6-თვიანი კონტრაქტი გვაქვს, მაგრამ თუ "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, ის გუნდში დარჩება. თუ ლიგაზე ვერ გავალთ, მასთან საუბარი მოგვიწევს", - განაცხადა მალდინიმ.

შეგახსენებთ, "მილანმა" 38 წლის შემტევი ზამთარში დაიმატა. მას შემდეგ შვედმა "როსონერის" მაისური 8-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით