"იუვენტუსისა" და "ინტერის" მატჩს მაყურებელი არ დაეწრება?

24-02-2020, 15:07

სერია ა-ს 26-ე ტურის მთავარი მატჩი "იუვენტუსსა" და "ინტერს" შორის, რომელიც პირველ მარტს უნდა გაიმართოს, შესაძლოა, ტურინში ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდეს.

ამის მიზეზი იტალიაში კორონავირუსის გავრცელებაა. მეორე ვარიანტია მატჩის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება.

შეგახსენებთ, რომ კვირას იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის ოთხი მატჩი გადაიდო.

კორონავირუსის გამო იტალიაში უკვე შვიდი ადამიანი დაიღუპა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ევროპული ქვეყნებისთვის. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით