Don Balon: სიმეონე "ბაიერნში" წავა

24-02-2020, 15:34

როგორც მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია ვრცელდება ხმები, რომ  მიუნხენის "ბაიერნი" მთავარი მწვრთნელი ძეიბაშია და რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.

გავლენიანი გამოცემა Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენურმა კლუბმა აღნიშნულ პოსტზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად დიეგო სიმეონეს შეარჩია, რომელიც 2011 წლიდან "ატლეტიკოს" უდგას სათავეში.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" მიმდინარე სეზონის დასაწყისში ნიკო კოვაჩი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენა. ამჟამად, "რეკორდმაისტერს" კოვაჩის ყოფილი ასისტენტი, ჰანს ფლიკი წვრთნის.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით