"რომამ" გადაწყვეტილება მიიღო

24-02-2020, 16:02

იტალიური პრესის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერი ფანჯრის პერიოდში "რომა" კრის სმოლინგის და ჰენრიხ მხითარიანის გამოსყიდვას გეგმავს.

როგორც ირკვევა, რომაული კლუბის მთავარი მწვრთნელი, პაულო ფონსეკა ორივე ფეხბურთელის ასპარეზობით კმაყოფილია და ხელმძღვანელობა მათ გამოსყიდვაზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ კრის სმოლინგი "მანჩესტერ იუნაიტედის", ხოლო ჰენრიხ მხითარიანი "არსენალის" საკუთრებაა. ორივე ფეხბურთელი "რომამ" მიმდინარე სეზონის დასაწყისში იჯარის წესით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით