ობამეიანგის დამატება ორ გრანს სურს

24-02-2020, 16:28

ლონდონის "არსენალის" შემტევის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის მომავალი გაურკვეველია, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ  დიდი ალბათობით, ის გუნდს ზაფხულშივე დატოვებს.

იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ცნობით, 30 წლის გაბონელ ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივება, რომელიც 2021 წელს ეწურება არ სურს და კლუბის შეცვლას გეგმავს.

ობამეიანგს "ინტერის" და "ბარსელონას" ხელმძღვანელობა აკვირდება და მის დამატებას ზაფხულში შეეცდებიან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით