გადაიდება თუ არა "ბარსელონასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება ?!

25-02-2020, 01:53

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონასა" და იტალიურ "ნაპოლის" შორის გასამართი შეხვედრა შესაძლოა გადაიდოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თამაშის თარიღის შეცვლის მიზეზად მედიაში კორონავირუსის იტალიაში გავრცელებას ასახელებენ, რომელმაც ქვეყანაში უკვე არაერთი ადამიანი იმსხვერპლა.

მიუხედავად იმისა, რადგანაც მატჩი სამხრეთით, კერძოდ კი ნეაპოლში ჩატარდება, რაც ეპიდემიის ცენტრიდან საკმაოდ დიდი მანძილითაა დაშორებული და ამის შედეგად რაიმე სახის დაინფიცირების საშიშროება არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მატჩი, 25 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით