"იუვენტუსი" VS "ინტერის" შეხვედრის ბედი ოფიციალურად გადაწყდა

25-02-2020, 14:42

კვირას, 1 მარტს იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და მილანის "ინტერი" დაუპირისპირდებიან.

იტალიის სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "იუვენტუსი" - "ინტერის" მატჩზე ცარიელი ტრიბუნები იქნება, რადგან ხალხმრავლობა კორონავირუსის გავრცელების დამატებით რისკებს აჩენს.

ევროპის მასშტაბით, იტალიაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, დაინფიცირებულთა ძირითადი ნაწილი სწორედ ლომბარდიის რეგიონში ცხოვრობს, რომლის მუნიციპალური დედაქალაქი მილანია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით