ტიერი ანრიმ დაასახელა ის კლუბი, რომლის გაწრთვნაც მისი ოცნებაა

25-02-2020, 16:45

ლონდონის "არსენალის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა ტიერი ანრიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლონდონური კლუბის მწვრთნელობაზე ოცნებობს.

"დიახ, მე ვოცნებობ, რომ "არსენალს" სათავეში ჩავუდგე. მე ასევე ვოცნებობ, რომ კალათბურთის მოედანზე გავიდე და სლემ-დანკი შევასრულო".

"ამით, ის მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყველა ოცნება ვერ ახდება. თუმცა, მე "არსენალის" მწვრთნელად სიცოცხლის ბოლომდე ვიმუშავებდი", - განაცხადა ტიერი ანრიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდებათ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით