სკანდალი: "ბარსელონას" გოლის ეპიზოდში მსაჯი დაეხმარა (ვიდეო)

26-02-2020, 02:19

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ნაპოლიმ" "ბარსელონას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ კატალონიური გრანდის გოლის ეპიზოდში საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა. კერძოდ, მინდვრის ცენტრში სტუმრები დაჯარიმდნენ, თუმცა, მთავარმა არბიტრმა ამ ეპიზოდს ყურადღება არ მიაქცია.

მომენტის გაგრძელებას საბოლოო ჯამში გოლი მოჰყვა, თუმცა, არც ამის შემდეგ შეამოწმა მსაჯმა ეპიზოდი ვიდეო-რეფერისთან. შესაბამისად, "ბარსელონას" გოლი არცთუ სამართლიანად ჩაითვალა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით