საქართველო v ბელარუსის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

26-02-2020, 16:52

როგორც მოგეხსენებათ, ზუსტად 1 თვეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს და მეტოქეს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩისადმი ინტერესი განსაკუთრებით დიდია - შეხვედრამდე ზუსტად 1 თვით ადრე დაპირისპირების ყველა ბილეთი გაყიდულია. ინფორმაციას TKT.GE ავრცელებს.

საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი 26 მარტს, დინამო არენაზე, 21:00 საათზე შედგება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით