გვარდიოლა: “ყველაფერს მეორე მატჩი გადაწყვეტს”

27-02-2020, 10:57

პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალის“ დამარცხება შეძლო და 1/4 ფინალში გასვლას მიუახლოვდა.

მიუხედავად ამისა, ესპანელი სპეცეალისტი დამთავრებულად ჯერ არაფერს მიიჩნევს, რაც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც დაადასტურა:

,,ჯერ არაფერი დასრულებულა. თუ არსებობს გუნდი, რომელსაც ორმატჩიან დაპირისპირებაში დაბრუნების ძალა შესწევს, ეს პირველ რიგში მადრიდული გუნდია.

ჩვენ სანტიაგო ბერნაბეუზე გამარჯვება მოვახერხეთ, რითიც ბედნიერი ვარ. ამას ბევრი კლუბი ნამდვილად ვერ შეძლებდა.

ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერს უნდა ელოდე, ჯერ არაფერი დასრულებულა."-განაცხადა პეპმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით