რუდი გარსია:"მეტი გოლის გატანა შეგვეძლო"

27-02-2020, 16:00

გუშინ ჩემპონთა ლიგის მერვედფინალური რაუნდის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს "ლიონი" და ტუინის "იუვენტუსის" დაუპირისპირდნენ, აღნიშნული მატჩი კი ფრანგებმა მინიმალური სხვაობით (1-0) იმარჯვეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, "ლიონის"  მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ პრესასთან კომენტარი გააკეთა.

"შეხვედრის პირველ ნახევარში ჩვენ, ძალიან დიდი უპირატესობას ვფლობდით, რაც ანგარიშზეც აისახა, ცხადია მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ სამწუხაროდ არ გაგვიმართლა.

"თუმცა მამშვიდებს ის ფაქტი, რომ საკუთარ არენაზე ტურინული კლუბისგან გოლი არ მივიღეთ, რაც განმეორებით შეხვედრისთვის საქმეს გავირთულებდა". - განახადა ფრანგმა სპეციალისტმა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ გუნდების მორიგი დაპირისპირება 18 მარტს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით