როდის დაბრუნდება კეინი?

28-02-2020, 11:31

როგორც იცით, ლონდონის "ტოტენჰემის" ინგლისელმა ფორვარდმა, ჰარი კეინამ პირველ იანვარს "საუთჰემპტონთან" მატჩში ბარძაყის დაზიანება მიიღო.

მაშინდელი ინფორმაციით, ფეხბურთელისთვის დიდი ალბათობით სეზონი დასრულებული იყო.

თუმცა დღეს ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეაბილიტაციის კურის კარგად მიმდიდნარეობს და ფეხბურთელი მოედანს აპრილში დაუბრუნდება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ინგლისელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში "ტოტენჰემის"  მაისურით 25 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 17 გატანილი გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.









კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით