კულიბალიმ პარიზში სახლი შეიძინა

27-02-2020, 20:57

იტალიური პრესა ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კალიდუ კულიბალი ნეაპლურ კლუბს დატოვებს და კარიერას "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელებს.

დღეს კი ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემამ le parisien-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სენეგალელმა ფეხბურთელმა პარიზში 3 მილიონიანი აპარტამენტი შეიძინა.

გარდა ამისა, უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელს კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. რაც ტრანსფერს გაცილებით რეალურს ხდის.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ კალიდუ კლუბალის ამ ჟამინდელი სატრანსფერო ფასი 75 მილიონი ევროა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიგა მაქარაშვილი თორნიკე შენგელიას ირგვლივ არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა

დაგვიმეგობრდით