კახა კალაძეს "მილანმა" დაბადების დღე მიულოცა

27-02-2020, 23:48

კახა კალაძეს "მილანმა", სოციალური ქსელების ოფიციალური გვერდების მეშვეობით დაბადების დღე მიულოცა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და "მილანის" ყოფილი მცველი 27 თებერვალს 42 წლის გახდა.

ის იტალიურ გრანდში 2001-2010 წლებში თამაშობდა და გუნდის ფორმით ჩატარებულ 194 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.

2001 წელს, "როსონერიმ" მის ტრანსფერში კიევის "დინამოს" 16 მილიონი ევრო გადაუხადა. ამით კახა კალაძე დღემდე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით