პოლ პარკერი: "მას კლუბში ბევრი ნეგატივი შეაქვს"

27-02-2020, 23:59

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა პოლ პარკერმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ზაფხულში კლუბმა პოლ პოგბა აუცილებლად უნდა გაყიდოს.

"პოგბას ძალიან ბევრი ნეგატივი შეაქვს კლუბში. ის არაჩვეულებრივი თვისებების მქონე ფეხბურთელია, მაგრამ საშუალოდ ამის დემონსტრირებას 10 მატჩიდან მხოლოდ ერთში ახდენს".

"მიმაჩნია, რომ მისი გაყიდვა სავსებით მისაღები ვარიანტია. მას ძალიან გაუჭირდება ახლა გუნდში დაბრუნება. ის მთელი სეზონის განმავლობაში ფორმიდან იყო ამოვარდნილი", - განაცხადა პარკერმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით