"რეალის" სამიზნე "ნაპოლის" ფეხბურთელია

27-02-2020, 22:38

გავლენიანი იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით,  მადრიდის "რეალი" მზადაა "ნაპოლის" ესპანელი ნახევარმცველის, ფაბიან რუიზის, სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.

23 წლის ესპანელი "ნაპოლიში" 2018 წელს "ბეტისიდან" გადავიდა. მას შემდეგ მან ნეაპოლური გუნდის მაისურით 71 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ "რეალს" ამ ფეხბურთელს დიდიხანია უკავშირებენ, მაგრამ ტრანსფერის გაჩარხვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით